თომას ტუხელი: "ედინსონ კავანი, "იუნაიტედთან" გასამართ განმეორებით შეხვედრასაც გამოტოვებს !"

2-03-2019, 12:00

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალსტი, თომას ტუხელი, კლუბის ურუგვაელ თავდამსხმელზე, ედინსონ კავანიზე საუბრობს:

"ედინსონმა სულ ცოტა ხნის წინ, მცირე დატვირთვებით დაიწყო ვარჯიში, მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე გასამართ განმეორებით შეხვედრაში ურუგვაელის მონაწილეობის შანსები, საკმაოდ დაბალია."

"ჩვენი სამედიცინო შტაბის გათვლებით, კავანი, მარტის სანაკრებო შესვენების შემდეგ დაბრუნდება."

შეგახსენებთ, რომ 32 წლის შემტევმა, მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 18 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 17 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით