ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "კილიან მბაპე შესანიშნავი მოთამაშეა !"

2-03-2019, 12:30

ლოს ანჯელესის "გალაქსის" შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, "პარი სენ-ჟერმენის" ფრანგ შემტევზე, კილიან მბაპეზე საუბრობს:

"ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელმაც ადრეულ ასაკშივე, უამრავი ტიტულის მოპოვება მოახერხა. კილიანი ახლაც კი განვითარების ფაზაში იმყოფება, რის გამოც მისგან სულ უფრო და უფრო მეტს უნდა ველოდოთ."

"მსურს მბაპეს, ერთი კარგი რჩევა მივცე: ყურადღება არ მიაქციოს მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს, იფიქროს მხოლოდ საკუთარი თამაშის გაუმჯობესებაზე და შედეგს აუცილებლად მიაღწევს."

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მოთამაშემ, მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 20 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 22 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით