ანანიძემ სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა

2-03-2019, 20:18

დღეს გაიმართა რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩი, რომელშიც მოსკოვის "ლოკომოტივმა" სამარის "კრილია-სოვეტს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

სტუმართა მხრიდან სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ჯანო ანანიძემ. ქართველმა ნახევარმცველმა ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა. მან მე-19 წუთზე ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

ჯანომ მინდორზე სულ 62 წუთი გაატარა. რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, საბა კვირკველიას, მან მოსკოველთა მაისურით სრული შეხვედრა ჩაატარა და 55-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ქულის წყალობით "კრილია სოვეტმა" მე-13 ადგილზე გადაინაცვლა, "ლოკომოტივი" კი 29 ქულით მე-4 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით