სამწუხარო ცნობები გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ

2-03-2019, 21:11

ბელგიური "გენტის" ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც "გენტის" მწვრთელმა განაცხადა, გიორგის ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს და მის მოედანზე გამოყვანას არ ჩქარობენ.

"გიორგი ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა ბელგიის ჩემპიონატის ამ ტურში არ ვათამაშებთ"

"შესაძლოა ის მომდევნო კვირაში ვათმამაშოთ, ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება." - აცხადებს იეს თორუპი.

შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმის შემდგომ 19 წლის ნახევარმცველი იანვრის ბოლოს დაბრუნდა, თუმცა, მალევე დაზიანება მიიღო და მას შემდგომ მინდორზე არ გამოჩენილა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით