მაურისიო პოჩეტინო: "არსენალთან" გამარჯვებას ვიმსახურებდით !"

3-03-2019, 00:00

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, პრემიერ ლიგის 29-ე ტურში, "არსენალის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"თუ ყველაფერს კარგად განვიხილავთ, მაშინ მივხვდებით, რომ თამაშის თითქმის ყველა ასპექტში დავჯაბნეთ მეტოქე, რის გამოც გამარჯვებაც დავიმსახურეთ."

"ნამდვილად შესანიშნავი მატჩი გამოგვივიდა, ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოდა, ადრეულად გაშვებულმა გოლმა ჩვენი გეგმები შეცვალა, თუმცა საბედნიეროდ მეორე ნახევარში დამაჯერებლად გამოვედით და ანგარიშიც გავათანაბრეთ."

"მთავარია ახლა "დორტმუნდთან" ორთაბრძოლისთვის მოვემზადოთ, გერმანიაში ძალიან რთული მატჩი გველის."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ცხრილში ორივე ლონდონურ გრანდს მიუახლოვდა, "მეთოფეებს" გადაასწრო, ხოლო "ტოტენჰემთან" ჩამორჩენა, 3 ქულამდე შეამცირა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით