რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა !

3-03-2019, 00:40

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, "ბორუსია მენხენგლადბახის" კარში გატანილი გოლით, ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა.

30 წლის მოთამაშემ, კლაუდიო პიზაროს მიღწევა გაიმეორა და არაგერმანელ ბომბარდირთა სიაში, პირველი ადგილი დაიკავა.

ამასთან ერთად, ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ბავარიული გრანდისთვისაც განსაკუთრებული აღმოჩნდა, ნიკო კოვაჩის გუნდი, პირველი კლუბი გახდა გერმანული ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც 4000 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ლევანდოვსკიმ, 15 მატჩის შემდეგ, მოწინააღმდეგის კარის აღება, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 9-ჯერ შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით