რომელუ ლუკაკუ: "არ ვნანობ, რომ პენალტი პოგბამ დაარტყა !"

3-03-2019, 11:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ, პრემიერ ლიგის 29-ე ტურში, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"მართალია მოედანზე საუკეთესო პერფორმანსი ვერ ჩავატარეთ, მაგრამ საბედნიეროდ, 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ. მსურს მადლობა გადავუხადო ოლე გუნარ სოლსკიაერს, მან მატჩამდე ნდობა გამომიცხადა, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა და ჩემი კარგი თამაშიც განაპირობა."

"მიუხედავად იმისა, რომ პოლმა პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა, ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ, მსურდა პოგბას მისი გოლების სერია გაეგრძელებინა."

"ახლა უმთავრესი, "პსჟ-სთან" მატჩისთვის მომზადებაა, რთული გეგმა გვაქვს შესასრულებელი, თანაც მეტოქის მოედანზე, ამიტომაც წინ ძალიან დაძაბული მატჩი გველის."

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერული გრანდი 10 მარტს, 20:30 წუთზე, ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით