პერესი "რეალში" ცვლილებებს გეგმავს - რომელ 3 ფეხბურთელს შეელევა კლუბი?

9-05-2019, 13:21

როგორც გავლენიანი გამოცემა Don Balon-ი იუწყება ფლორენტინო პერესი მადრიდის "რეალში" ბევრი ცვლილებას გეგმავს. 

წყაროს ცნობით, მადრიდელთა პრეზიდენტს 3 ფეხბურთელის, კერძოდ, ტონი კროოსის, მარკო ასენსიოსა და გარეტ ბეილის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი.

ამ სამეულიდან გუნდის დატოვების ყველაზე დიდი შანსი გარეტ ბეილს აქვს, რომლის დარჩენაც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო კითხვის ნიშნის ქვეშ.

გავრცელებული ინფორმაციით უელსელი, სავარაუდოდ, ყოფილ გუნდში დაბრუნდება. სანაცვლოდ კი მადრიდელები კრისტიან ერიქსენის დამატებას შეეცდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით