გატუზო: "დაბლა მივფრინავთ, ფრთების კიდევ უფრო გაშლა გვმართებს"

3-03-2019, 17:58

"სასუოლოსთან" მძიმე გამარჯვების შემდეგ, "მილანის"  მილანის იტალიელმა სპეციალისტმა ჯენარო გატუზომ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ცხრილში პოზიციის გამყარებით ბედნიერები ვართ. დაცვამ კარგად ითამაშა, შეტევამ კი თავისი შანსი გამოიყენა. ჯერჯერობით დაბლა მივფრინავთ, ფრთების კიდევ უფრო გაშლა გვმართებს, მაგრამ გულშემატკივრებმა ეს გამარჯვებები უნდა იზეიმონ".

"ინტერზე" უკეთესად უნდა ვითამაშოთ და მიმდინარე სეზონში პირველად მათ ცხრილში გადავუსწარით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემმა ახალგაზრდა ბიჭებმა გაიგეს თუ როგორ უნდა იცხოვრონ".

"ჩვენ არა მხოლოდ ვსწავლობთ მეტოქეებს, არამედ ვცდილობთ გავიგოთ როგორ დავამარცხოთ ისინი ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე. ამჟამად კარგი პერიოდი გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ".

"ერთი ფეხის დაცდენა და ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება, ყველაზე მეტად კი გულშემატკივრები მაფიქრებენ. ისინი იმდენად არიან აღსავსე ენთუზიაზმით, მათი იმედგაცრუება ღალატის ტოლფასი იქნება",- განაცხადა რინომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით