ნეიმარი "რეალში" გადასვლაზე: "არავინ იცის მომავალში რა მოხდება !"

3-03-2019, 23:46

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარ ჟუნიორი, მადრიდის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

"ლოს ბლანკოსი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ცხადია არცერთი მოთამაშე არ იტყოდა მადრიდელთა მაისურით ასპარეზობაზე, თუმცა ამჟამად, პარიზში ბედნიერი ვარ."

"არავინ იცის მომავალში რა მოხდება, ამიტომაც გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. ჩემი ერთ-ერთი ოცნება, "ბარსელონას" რიგებში ასპარეზობა იყო, მაგრამ ახლა უკვე სხვა გეგმები მაქვს და ამ მიზნების სიაში პირველ ადგილს, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იკავებს."

შეგახსენებთ, რომ 27 წლის შემტევი, "ბლაუგრანადან" საფრანგეთში, 2017 წლის 3 აგვისტოს, რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით