დანი კარვახალი: "ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა !"

4-03-2019, 11:30

მადრიდის "რეალის" ესპანელი მარჯვენა მცველი, დანი კარვახალი, ლა ლიგის 26-ე ტურში, კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ბლაუგრანასთან" ბოლო 2 დაპირისპირებაში ჩვენი თამაშით ის მაინც დავიმსახურეთ, რომ არ წაგვეგო, თუმცა რას ვიზამთ, ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა."

"სამეფო თასის განმეორებითი მატჩისგან განსხვავებით, 2 მარტს, მოედანზე დამაჯერებლად ვერ გამოვედით, ყველაფერთან ერთად, პერფორმანსზე ენერგიის სიმცირემაც იმოქმედა."

"კოპა დელ რეის" ტურნირს, 1/2 ფინალური ეტაპიდან გამოვეთიშეთ და ახლა ლა ლიგაში კატალონიელებთან ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსებიც მინიმალურია, ამიტომაც დროა აქცენტი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გავაკეთოთ."

შეგახსენებთ, რომ მადრიდელები 6 მარტს, "სანტიაგო ბერნაბეუზე", ამსტერდამის "აიაქსს" შეერკინებიან.



კიიი, მართალი ხარ, ფეხბურთი ხანდახან უსამართლოა! wink
აბა რა სამართლიანი უნდა უწოდო პერესის ფულებით და მისი ჯიბის მსაჯებით მოგებულ 3 ჩ.ლიგას! rage

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით