ნეიმარი: "ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნენა"

4-03-2019, 16:46

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა თანაგუნდელ კილიან მბაპეს შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"შეუძლებელია წარმოიდგინოთ იმაზე უკეთესი ურთიერთობა, ვიდრე მე და მბაპეს მოედანსა და მის გარეთ გვაქვს. მე მას "ოქროს ბიჭს" ვეძახი".

"დარწმუნებული ვარ, რომ კილიანი ერთ დღეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფრანგს ამაში დავეხმარო".

"მიუხედავად იმისა, თუ როგორ განწყობაზეა ის, სულ ვცდილობ, რომ მასთან ვისაუბრო, მბაპე ჩემთვის ძმასავითაა, ჩვენ ერთმანეთის არ გვშურს".

"მისთვის პრიორიტეტი პასია და არა გოლების გატანა. როცა მას ბურთს ვაწოდებ, მინდა, რომ გაიტანოს. სწორედ ასეთი ურთიერთობა მქონდა მესისთან ბარსელონაში", - ნეიმარის სიტყვებს Globoesporte ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით