ეშლი იანგი: "იუნაიტედს" "პსჟ-ს" დამარცხება შეუძლია !"

4-03-2019, 22:56

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი მარცხენა მცველი, ეშლი იანგი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ გასამართ განმეორებით შეხვედრაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა მარტივი მატჩი არ იქნება და ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ბევრი მუშაობა მოგვიწევს, თუმცა გვჯერა, რომ მეტოქის დამარცხებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას მოვახერხებთ."

"დანებება ჩვენი სტილი არაა, საფრანგეთში უკანასკნელ წუთამდე, ბოლომდე ვიბრძოლებთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება 6 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით