ბუფონი: "მანჩესტერულ კლუბებს ჩემი შეძენა სურდათ"

4-03-2019, 23:32

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონიმ კარიერის საწყისი ეტაპი გაიხსენა.

"როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და "პარმაში" ვთამაშობდი, სერ ალექს ფერგიუსონი ორი-სამი წლის განმავლობაში მაკვირდებოდა."

"ის ხშირად გზავნიდა სკაუტებს ჩემს მატჩებზე. თუმცა, იმ პერიოდში "პარმა" მთელი ჩემი სამყარო იყო და არ მსურდა არსად წასვლა."

"ჩემი შეძენა "სიტისაც" სურდა, როდესაც ამ კლუბმა დიდი პროექტი დაიწყო. ერთ-ერთი პირველი გეგმა სწორედ ჩემი დამატება იყო, თუმცა, მე მაინც "იუვეში" დავრჩი." - იხსენებს ჯიჯი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით