კლარენს ზეედორფი: მადრიდის "რეალის" მწვრთნელობაზე უარი ვთქვი !"

5-03-2019, 12:30

იტალიური "მილანისა" და ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველი, კლარენს ზეედორფი, მადრიდის "რეალის" შესაძლო თავკაცობაზე საუბრობს:

"ფლორენტინო პერესის წინადადება, ჟულიენ ლოპოტეგის განთავისუფლების შემდეგ მივიღე. ნებისმიერი სპეციალისტისთვის უდიდესი პატივია, როდესაც "ლოს ბლანკოსის" დონის გუნდი შენით ინტერესდება, თუმცა ამ შემოთავაზებაზე გარკვეული მიზეზების გამო, უარი განვაცხადე."

"ამჟამად თავს მსოფლიო გრანდის სათავეში ვერ წარმოვიდგენ, ჯერ-ჯერობით კვლავ მჭირდება გამოცდილების მიღება და ამ ეტაპზე, ასე გარისკვა არ შემეძლო."

შეგახსენებთ, რომ 42 წლის ზეედორფი, 2018 წლის 4 აგვისტოდან, კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციას იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით