ოლე გუნარ სოლსკიაერი: "იუნაიტედისთვის" შეუძლებელი არაფერია !"

5-03-2019, 23:37

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"საკმაოდ რთული მისია გვაქვს, განმეორებითი მატჩის ჩატარება, მეტოქის მოედანზე გვიწევს, რაც ჩვენს მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. მიუხედავად ამისა, დანებების დრო ნამდვილად არაა, რადგან "იუნაიტედისთვის" შეუძლებელი არაფერია."

"ბოლო წლების განმავლობაში, ფეხბურთში მსგავსი შემთხვევები, როდესაც გუნდი რამდენიმე გოლიან ჩამორჩენას აღმოფხვრის და შემდეგ ეტაპზე გადის, საკმაოდ გახშირდა, გავიხსენოთ კატალონიის "ბარსელონა" ან თუნდაც ტურინის "იუვენტუსი, რომელსაც გასულ სეზონში, მადრიდის "რეალთან", უბრალოდ ბედმა უმტყუნა."

"საფრანგეთში გამარჯვებით, ისტორიაში საკუთარ სახელს დავიმკვიდრებთ, ეს მოთამაშეებისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს."

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელები, თომას ტუხელის კლუბს, 6 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით