პედრო პაულეტა: "მბაპე უფრო რონალდუს ჰგავს, ვიდრე მესის !"

5-03-2019, 23:50

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ლეგენდარული პორტუგალიელი თავდამსხმელი, პედრო პაულეტა, კლუბის ფრანგ შემტევზე, კილიან მბაპეზე საუბრობს:

"ის არის ფეხბურთელი, რომელიც მომავალში, გულშემატკივრებს "პსჟ-ს" შეაყვარებს, ისევე როგორც ეს თუნდაც (ბრაზილიელმა) რონალდომ ან რონალდინიომ გააკეთეს."

"კილიანს კარიერის ბოლოს, ნომინალურ თავდამსხმელად მოვიაზრებ, მან ასპარეზობა რონალდუს მსგავსად, ფლანგზე დაიწყო, თუმცა ვფიქრობ, რომ განვითარების შემდეგ, უკვე საჯარიმოს ცივსისხლიანი მოთამაშე გახდება."

"სწორედ ამ მიზეზის გამო, მბაპე უფრო პორტუგალიელს მაგონებს, ვიდრე კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესისთან პარალელების გავლება რთული საქმეა, მისი სტილი, ზედმეტად უნიკალურია."

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფრანგმა, მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 22 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 24 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით