ანჩელოტი: "ევროპა ლიგის პრესტიჟი იზრდება"

6-03-2019, 18:53

იტალიური "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ზალცბურგთან" გასამართი მატჩის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ახლა გუნდში მშვიდი ატმოსფეროა. ჩვენ მოტივირებულები ვართ და ევროპა ლიგაზე საბრძოლებლად ვემზადებით".

"ნაპოლი" სირთულეებს კარგად აცნობიერებს. სასწორზე მომდევნო ეტაპზე თამაშია, თუმცა ეს შეხვედრა გადამწყვეტი არ იქნება".

"გასაგებია, რომ "ზალცბურგი" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. ხვალინდელი მატჩი დაგვეხმარება, რათა მომავალი თამაშისთვის სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ".

"ევროპა ლიგაზე თამაშობენ გუნდები, რომლებსაც დიდი ისტორია და გამოცდილება აქვთ. ტურნირის ტექნიკური დონე მაღალია, ევროპა ლიგა უფრო და უფრო პრესტიჟული ხდება", - ანჩელოტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით