ტუხელი: "მბაპე მესი არ არის"

6-03-2019, 20:16

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მედიის წარმომადგენლებთან გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესახებ  ისაუბრა.

"20 წლის ფეხბურთელის კვალობაზე მბაპეს ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს, ძალიან ძლიერი. მისი გაწვრთნა იოლი არ არის, რადგან მსგავსი ხასიათის მქონე ადამიანები ადვილ გზას არასოდეს ირჩევენ".

"ყველაფერ ამასთან ერთად მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. კილიანს სურს რომ განსაკუთრებული ფეხბურთელი გახდეს, და მოგეხსენებათ ამისი შესაძლებლობები მას ნამდვილად აქვს".

"ჩემთვის მბაპე ფორვარდია, ის მესი არ არის. მას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს, ფრანგი სწორედ ამ გზაზეა. შედარებები არ მიყვარს, მაგრამ ბრაზილიელი რონალდო  კარგი მაგალითია", - განაცხადა ტუხელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით