ვინიციუს ჟუნიორმა მყესი გაიწყვიტა !

6-03-2019, 23:13

როგორც მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამედიცინო შტაბის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა თუ რა მიზეზით დატოვა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ვინიციუს ჟუნიორმა "აიაქსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოედანი ნაადრევად:

გთავაზობთ "ლოს ბლანკოსის" განცხადებას: "ტესტები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და დავადგინეთ, რომ ვინიციუსმა, მარჯვენა ფეხში მყესი გაიწყვიტა. მისი დაბრუნების ზუსტი დრო, ჯერ-ჯერობით უცნობია, რეაბილიტაციის პროცესი, მალევე დაიწყება."

"შემტევის ასაკის გათვალისწინებით, გამოჯანმრთელების პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება, ის მოედანზე დაბრუნებას, ჩვენი ვარაუდით, თვის ბოლოს შეძლებს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ დაპირისპირებაში, მადრიდელები "სანტიაგო ბერნაბეუზე", ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ, რითაც მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგას, 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით