უნაი ემერი: "არსენალს" ლაკაზეტის გარეშეც შეუძლია წარმატებით ასპარეზობა !"

7-03-2019, 11:30

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, უნაი ემერი, კლუბის ფრანგი თავდამსხმელის, ალექსანდრ ლაკაზეტის 3 მატჩიან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელმაც მიმდინარე სეზონის არაერთ დაპირისპირებაში მოახერხა მოწინააღმდეგის კარის აღება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "არსენალს" მის გარეშეც არ შეუძლია წარმატებით ასპარეზობა."

"გუნდი თავდაჯერებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობებითა და თავდაჯერებულობით, ლაკაზეტის დანაკლისს არ გვაგრძნობინებენ."

შეგახსენებთ, რომ 27 წლის შემტევმა დისკვალიფიკაცია, ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე, "ბატეს" წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო დაიმსახურა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით