ნეიმარი: "ჩემი გუნდის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი"

7-03-2019, 02:19

მანჩესტერ "იუნაიტედთან" განცდილი მარცხის შემდგომ "პსჟს" ლიდერმა, ნეიმარ ჯუნიორმა პრესასთან ისაუბრა.

"ამ ყველაფრის შემდეგ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით. გუნდი უპირატესობას ფლობდა და გოლების გატანის შანსიც გვქონდა."

"ვფიქრობ, მსაჯის გადაწყვეტილებებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა შედეგზე. თერთმეტმეტრიანი სრულიად აბსურდული იყო." - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმის გამო დღევანდელი შეხვედრა გამოტოვა, მის გარეშე მოასპარეზე "პსჟ" კი "მანჩესტერთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით