ტიაგო სილვა: "ეს სირცხვილია!"

7-03-2019, 03:00

მანჩესტერ "იუნაიტედთან" განცდილი მარცხის შემდგომ "პსჟს" კაპიტანმა, ტიაგო სილვამ ფანებს ბოდიში მოუხადა.

"რთულია ასეთ დროს ლაპარაკი. ეს უბრალოდ დიდი სირცხვილია!"

"მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით, თუმცა, ის გეგმები, რომელიც შეხვედრამდე განვიხილეთ, არ გამოგვივიდა."

"ეს ფეხბურთია. სამწუხაროდ, დღეს თამაში არ წაგვივიდა. ფანებს პატიებას ვთხოვ." - აცხადებს სილვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით