დე როსი: "ეს შედეგი არ დაგვიმსახურებია"

7-03-2019, 12:52

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში "რომა"  "პორტუს" დაუპირისპირდა და  დამატებით დროში, ანგარიშით 1:3, დამარცხდა. რომაული გუნდის კაპიტანმა დანიელე დე როსიმ მატჩის შემდეგ  ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ტურნირიდან გავარდნას არ იმსახურებდა.

"უნდა მივიღოთ ეს შედეგი, თუმცა ეს ძალიან ძნელია. "რომა" მიჩვეულია აღმაფრენებს და ჩავარდნებს".

"დღეს იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ, ვფიქრობ გავარდნას არ ვიმსახურებდით. ახლოს ვიყავით პენალტების სერიასთან, რომელსაც, შესაძლოა, მეოთხედფინალში გავეყვანეთ".

"მოგეხსენებათ, შარშან ტურინირის ნახევარფინალამდე მივაღწიეთ. წელს კი  შიდა ჩემპიონატის სიტუაცია უფრო გვთრგუნავს, მაგრამ გვჯერა მწვრთნელის. დი ფრანჩესკოს გადადგომაზე ჟურნალისტები ლაპარაკობენ და არა ფეხბურთელები", - ციტირებს დე როსის სიტყვებს უეფას პრესსამსახური



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით