დი ფრანჩესკომ უეფას წესები დაარღვია და პრესკომფერენციაზე არ გამოცხადდა

7-03-2019, 13:57

ჩემპინთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "პორტუსთან" წაგების შემდეგ  "რომას" მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო, დიდი ალბათობით, უეფასგან დაისჯება, ჟესტისთვის რომელიც მან მატჩის შემდეგ გამოხატა.

როგორც Football Italia იუწყება, იტალიელი სპეციალისტი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რომელიც უეფას წესების მიხედვით, სავალდებულოა.

სავარაუდოდ, დი ფრანჩესკოს გვარიანი ჯარიმა ელის, რადგან ასეთ ღონისძიებაზე გამოუცხადებლობა, ჟურნალისტების და მონაწილე გუნდების შეურაცხყოფას ნიშნავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით