დიდი დაბრუნება - თემურ ქეცბაიას ახალი სამუშაო ადგილი გარკვეულია

7-03-2019, 23:19

როგორც კვიპროსული მედია გამოცემები იუწყებიან, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია, 10 წლის შემდეგ, მის ძველ კლუბში, "ანართოსისში" დაბრუნდა.

ჯერ-ჯერობით გავრცელებული ინფორმაცია დადასტურებული არაა, თუმცა თუ ქეცბაიას მეუღლის, კატერინას პოსტს გავითვალსწინებთ "Facebook-ზე", რომელშიც მან 50 წლის სპეციალისტის ფოტო გამოაქეყნა ზემოთ ხსენებული გუნდის მაისურით, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონტრაქტის გაფორმებამდე მხარეებს მხოლოდ ფორმალური საკითხებიღა აშორებთ.

მიუხედავად ამისა, "ნიუკასლის" ყოფილი ნახევარმცველი, ლარნაკელთა რიგებს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ანუ მაისში შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ "ანართოსისში" ჩატარებულ 100 შეხვედრაში, მოწინააღმდეგის კარის აღება, 39-ჯერ მოახერხა.







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით