პარიზული სკანდალი - ტაქსის მძღოლმა "იუნაიტედის" გულშემატკივარი დაჭრა !

8-03-2019, 00:08

როგორც ცნობილი სპორტლი გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე გამართული განმეორებითი შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზში საშინელი სკანდალი დატრიალდა.

მანჩესტერელთა 3 გახარებული გულშემატკივარი, ქალაქშის ცენტრში ბრუნდებოდა და საყვარელი გუნდის გამარჯვებას აღნიშნავდა, როდესაც ეს ყოველივე, ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა შეურაცმყოფელად მიიღო და ჯგუფს ცივი იარაღით დაემუქრა.

ის თავდაპირველად მანდილოსანის დაზიანებას გეგმავდა, თუმცა რამდენიმე წამიანი დაპირისპირების შემდეგ, ბასრი საგნით, მკერდში, მამაკაცი დაჭრა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული პიროვნება უკვე დაპატიმრებულია, ხოლო მსვერპლი, ახლაც კი საავადმყოფოშია და რეაბილიტაციის პროცესს გადის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით