კლაუდიო რანიერი "რომაში" მიდის ?!

8-03-2019, 00:28

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ლესტერისა" და "ფულჰემის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი, შესაძლოა მალე "რომაში" ვიხილოთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "პორტუს" წინააღმდეგ განცდილი მარცხის შედეგად განთავისუფლებული ეუსებიო დი ფრანჩესკოს შემცვლელად, ადმინისტრაცია სწორედ იტალიელ სპეციალისტს მოიაზრებს.

რანიერის თანამემამულის მსგავსად, წარუმატებლობის გამო მოუწია ლონდონური გუნდის დატოვება, რომელიც მიმდინარე სეზონში ის "ნანტიდან" წამოსვლის შემდეგ ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქელები ამჟამად იტალიის სერია ა-ს ცხრილში მე-5 ადგილს იკავებენ და ჩემპიონთა ლიგის ზონას, 3 ქულით ჩამორჩებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით