იურგენ კლოპი: "ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი სანაკრებო შესვენების შემდეგ დაბრუნდება !"

8-03-2019, 11:30

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, გუნდის ინგლისელ ნახევარმცველზე, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინზე საუბრობს:

"ის სანაკრებო შესვენების შემდეგ, 23 წლამდელთა გუნდში დაბრუნდება და 1 წლიანი უთამაშებლობის პერიოდს დაასრულებს. ამჟამად არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, მთავარია ინგლისელს ასპარეზობის დროს, მუხლში დისკომფორტი აღარ ჰქონდეს."

"ალექსმა სავარჯიშო სესიები წარმატებით ჩაატარა, თუმცა მიუხედავად ამისა, არ ვგეგმავთ აჩქარებით მას მომავალში პრობლემა შევუქმნათ, აქცენტი მის კარიერაზე უნდა გავაკეთოთ."

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე, "რომას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2018 წლის აპრილში დაზიანდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით