რატომ დაინიშნა პენალტი? Uefa განმარტებას აკეთებს

8-03-2019, 16:59

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "პსჟმ" მანჩესტერ "იუნაიტედს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის ბოლო გოლი მარკუს რაშფორდმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. პენალტის დანიშვნის წინ მთავარ არბიტრს ვიდეო-რეფერის გამოყენება დასჭირდა და ამ ეპიზოდს, საკმაოდ დიდი განხილა მოჰყვა. შესაბამისად, Uefa-ს განმარტების გაკეთება მოუწია.

"ვიდეო-რეფერიმ რამდენიმე რაკურსით ნახვის შემდგომ მთავარ არბიტრს ურჩია, რომ თავად ენახა ეპიზოდი და ისე შეეფასებინა. მსაჯს მატჩის მიმდინარეობის დროს მკვეთრად არ დაუნახავს აღნიშნული მომენტი.

გადახედვის შემდგომ არბიტრმა შეამჩნია, რომ დარტყმის ადგილსა და მცველს შორის მანძილი საკმაოდ დიდი იყო. გარდა ამისა, ფეხბურთელს ხელი ტანთან ახლოს არ ჰქონდა და მოხვედრის შემდგომ ბურთმა მკვეთრად შეიცვალა მიამრთულება. არბიტრმა კი პროტოკოლის გათვალისწინებით პენალტის დანიშვნა საჭიროდ ჩათვალა." - წერია განცხადებაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით