"რომამ" მთავარ მწვრთნელთან ერთად სპორტული დირექტორიც დაითხოვა

8-03-2019, 17:50

გუშინ "რომას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. დღეს კი მის გზას სპორტული დირექტორიც მიჰყვა.

ორწლიანი რომაული კარიერის შემდგომ მონკის ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს. "რომას" ოფიციალური საიტის ცნობით, ორმხრივი შეთანხმების შედეგად ესპანელი სპეციალისტი კლუბის სპორტული დირექტორი აღარ იქნება.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, მონკის აყვანა ლონდონის "არსენალს" სურს და დიდი ალბათობით, ესპანელი სწორედ ინგლისში გააგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ გასული თვეების მანძილზე "რომას" სახელს აქტიურად უკავშირებდნენ გიორგი ჩაკვეტაძეს, რისი მთავარი მიზეზიც სწორედ მონკი გახლდათ შესაბამისად, ქართველი ნახევარმცველისადმი ინტერესი ახლა შესაძლოა "მეთოფეებმა" გამოთქვან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით