აგუერო: "პსჟს მარცხი ჩვენთვის გაფრთხილება უნდა იყოს"

8-03-2019, 17:59

მანჩესტერ "სიტის" არგენტინელმა ლიდერმა, სერხიო აგუერომ ჩემპიონთა ლიგაზე მომხდარ სენსაციებზე ისაუბრა.

"მიმდინარე კვირაში ნაჩვენებმა შედეგებმა გვაჩვენა, რომ ერთი მატჩის მოგება არაფერს ნიშნავს."

"რეალისა და "პსჟს" გამოვარდნა ჩვენთვის გაფრთხილება უნდა იყოს. მოგვიწევს მეტი სიფრთხილით ვითამაშოთ განმეორებით მატჩში, რათა ჩვენც მათი ბედი არ გავიზიაროთ."

"ჩემპიონთა ლიგა შესანიშნავი ტურნირია, სადაც საუკეთესო გუნდები იღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, აქ წინასწარ ფავორიტის განსაზღვრა შეუძლებელია." - აცხადებს აგუერო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით