ვალვერდე: "რეალის ჩამოწერა არ შეიძლება"

8-03-2019, 18:55

ლა ლიგაში შვიდქულიანი უპირატესობის მიუხედავად, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ დასრულებული ჯერ-ჯერობით არაფერია.

"მე შანსებს მათემატიკურად არას დროს ვაფასებ. ყოველთვის უნდა დააფასო მოწინააღმდეგე."

"წინ დასაცავი კიდევ 36 ქულაა. შესაბამისად, მადრიდის "რეალთან" 12 და "ატლეტიკოსთან" 7 ქულის სხვაობით წინ ყოფნა, არაფერს ნიშნავს."

"ვხედავთ, რომ "სამეფო კლუბს" კრიზისი აქვს. თუმცა, ეს გუნდი მსგავსი სიტუაციიდან არაერთხელ გამომძვრალა. ასე რომ, მათი ჩამოწერა არ შეიძლება." - აცხადებს ვალვერდე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით