ოფიციალურად: რომა რანიერიმ ჩაიბარა

8-03-2019, 19:55

იტალიური "რომას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა.

ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდგომ რომაელებმა ეუსებიო დი ფრანჩესკო გაანთავისუფლეს. დღეს კი კლუბმა უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინეს.

67 წლის სპეციალისტი "რომაში" ბრუნდება. იგი 2009-2011 წლებშიც წვრთნიდა იტალიურ კლუბს და მაშინ სერია ა-ში მეორე ადგილზეც გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად რანიერი "ფულემს" წვრთნიდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით