რაიან გიგზი: "იმედი მაქვს, რომ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი გახდება !"

8-03-2019, 23:44

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული თავდამსხმელი, უელსელი რაიან გიგზი, კლუბის მომავალ თავკაცზე საუბრობს:

"რამდენიმე თვის წინ, ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ იოცნებებდა მსგავსს შედეგზე, გასაოცარია თუ ოლემ, ასეთ მცირე დროში, რისი გაკეთება მოახერხა."

"იმედი მაქვს, რომ "იუნაიტედის" მომავალი მთავარი მწვრთნელი, სწორედ სოლსკიაერი გახდება, მან მანჩესტერულ გრანდს შედეგთან ერთად ისეთი სტილი შესძინა, რომლითაც ასპარეზობას, ბოლო 25 წლის განმავლობაში ვიყავით შეჩვეული."

"ნორვეგიელი, სერ ალექს ფერგიუსონის მეთოდიკის გამგრძელებია."

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "პარი სენ-ჟერმენი" დაამარცხეს გასვლაზე ანგარიშით 1:3, რითაც 1/4 ფინალების საგზური მოიპოვეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით