გატუზო: "ინტერი"? მე მხოლოდ ჩემი პრობლემების გამო არ მძინავს"

8-03-2019, 21:32

სერია ა-ს 27-ე ტურში "კიევოსთან" გასამართი მატჩის წინ, "მილანის" მთავარმა მწრთვნელმა ჯენარო გატუზომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"კიევოს" წინააღმდეგ რთული მატჩი გველოდება. ხვალ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. ჯერჯერობით დერბი დელა მადონინა დაივიწყეთ, რადგან ხვალინდელ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულები".

"სუსო ახლა ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია. ძალიან ცოტა ფეხბურთელი ვიცი, რომელიც სეზონში 50-60 შეხვედრას უმაღლეს დონეზე ატარებს. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მას ჩავარდნა აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, სუსო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია".

"ინტერი"? ვგავარ ისეთ კაცს, რომელიც სხვის საქმეში ერევა? მე ღამე მხოლოდ ჩემი პრობლემების გამო არ მძინავს".

"ჩემს გუნდზე ვარ სრულად ფოკუსირებული. თუ რამდენიმე შეხვედრას წავაგებთ, ჩემი მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება - ჟურნალისტები ვერ ჩამითრევთ თქვენს თამაშში", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით