რომანიოლის გადაბირებას არაერთი გუნდი ცდილობს

8-03-2019, 21:56

როგორც Corriere Delo Sport- ი იტყობინება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიური "მილანის" ცენტრალური მცველის და კაპიტნის, ალესიო რომანიოლის დამატებას არაერთი კლუბი ეცდება.

წყაროს ცნობით, "მილანს" 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, "ჩელსიმ", "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "იუვენტუსმა" უკვე მიმართა, თუმცა "როსონერიმ" სამივე შემოთავაზება დაბლოკა.

"მილანი" ალესიო რომანიოლის შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცდება, თუმცა, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, დიდი ალბათობით, იგი იტალიას დატოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით