მატეის დე ლიხტი: "არ აქვს მნიშვნელობა თუ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვის დავუპირისპირდებით !"

9-03-2019, 11:30

ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი და კაპიტანი, მატეის დე ლიხტი, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრაზე საუბრობს:

"ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა შესაძლებელი და ეს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგაც დავამტკიცეთ, მთავარი მონდომება და მოგების სურვილია."

"ჩვენი მიზანია ევროპულ ტურნირში რაც შეიძლება ღრმად გავაღწიოთ, ვერავინ იტყვის ასეთი შანსი, კიდევ როდის შეიძლება მოგვეცეს, ამიტომაც თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის დე ლიხტი, ფრენკი დე იონგის მსგავსად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონაში" გადაბარგდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით