გარი ნევილი: "იუნაიტედმა" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს !"

9-03-2019, 12:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მარჯვენა მცველი, გარი ნევილი, მიმდინარე სეზონში კლუბის მიზნებზე საუბრობს:

"ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპში გასვლა ოლე გუნარ სოლსკიაერის შრომის დამსახურებაა, მგონია, რომ ძველი "იუნაიტედი" დაბრუნდა."

"მწვრთნელობა მხოლოდ ტაქტიკებს არ მოიცავს, სპეციალისტის მთავარი მოვალეობა, მოთამაშეებისგან მაქსიმალური შედეგის მიღებაა და როგორც ვხედავთ, ამ ყოველივეს, ოლე შესანიშნავად აკეთებს."

"ფორტუნა ახლა მანჩესტერელების მხარესაა, ისინი ფორმაში შევიდნენ და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ტიტულსაც კი დაეუფლონ."

შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა გრანდმა, 6 მარტს, გასვლაზე, 2 გოლიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ და ფრანგები ანგარიშით 1:3 დაამარცხა, რითაც შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით