რანიერი: "რომას" ფეხბურთელებს ფსიქოლოგურად უჭირთ"

9-03-2019, 13:36

იტალიური "რომას" ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ ჟურნალისტებთან მისი ახალი ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში მოსაგვარებელი პროლემა ერთი შეხედვითაც კი ჩანს.  რაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ ეს ფსიქოლოგიაა. იმიტომ, რომ ზედიზედ ორი მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, მოთამაშეები დათრგუნულები არიან".

"გულშემატკივარი მომთხოვნია. ამიტომაც ისინი უკმაყოფილონი არიან შედეგებით. მაგრამ თუ ჩვენ მალე დავანახებთ, რომ გუნდი იბრძვის და თავს არ ზოგავს. ამის შემდეგ მათ გული მოუბრუნდებათ".

"მინდა ვუთხრა "რომას" ქომაგებს, რომ ახლა განსაკუთრებული სიტუაციაა. ჩვენ შეგვიძლლია ჩემპიონთა ლიგის ზონაში დავბრუნდეთ. ამიტომ, მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ", - ციტირებს რანიერის სიტყვებს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით