• 13-09-2023
    ცნობილია: როგორი იქნება "ბარსას" ოპტიმალური დაცვითი 4-ეული
    ცნობილია: როგორი იქნება "ბარსას" ოპტიმალური დაცვითი 4-ეული

    Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა "ბარსელონას" ურუგვაელი მცველის, რონალდ არაუხოს შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.

    წყაროს თანახმად, არაუხო ტრავმის მოშუშების უკანასკნელ ეტაპზეა. სამედიცინო შტაბი მას მწვანე შუქს მომდევნო კვირაში აუნთებს. 22 წლის უკანახაზელი ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ ითამაშებს.

    არ არის გამორიცხული, რონალდი "ანტვერპენთან" გასამართი მატჩისთვისაც იყოს მზად, თუმცა კლუბს არ უნდა, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკოს.

    მიგელის თქმით, არაუხოს დაბრუნების შემდეგ ანდრეას კრისტენსენი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.

    ჩავი ერნანდესის ოპტიმალური დაცვითი ოთხეული შემდეგნაირად გამოიყურება:

    ალეხანდრო ბალდე - რონალდ არაუხო - ჟულ კუნდე - ჟოაუ კანსელუ

    აქვე შეგახსენებთ, რომ არაუხომ "ბარსას" მაისურით ბოლოს ლა ლიგის პირველ ტურში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ ითამაშა.

    Facebook კომენტარები