ჟორჟინიო: "მსურს ვაჩვენო თუ რატომ მენდობა სარი !"

9-03-2019, 23:36

ლონდონის "ჩელსის" იტალიელი ნახევარმცველი, ჟორჟინიო ფრელო, კლუბში გატარებულ დროზე საუბრობს:

"გასახდელში არაფრით არ გამოვირჩევი, ჩვეულებრივი მოთამაშე ვარ და ეს ძალიან მომწონს, განსაკუთრებულობა არ მიზიდავს."

"ახლა ჩემი მთავარი მიზანია დავამტკიცო თუ რატომ მენდობა სარი, თავს მის "ოქროს ბიჭუნად" არ განვიხილავ და შესაბამისად არც ე.წ. "ნეპოტიზმზე" საუბარი იქნება ლოგიკური."

"ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, ამიტომაც გულშემატკივრებისგან დადებითსაც და უარყოფითსაც, მოტივაციის წყაროდ ვიყენებ."

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი, იტალიელ სპეციალისტთან ერთად, "არისტოკრატების" რიგებში, გასული წლის ზაფხულში, "ნაპოლიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით