პერესმა ნეიმარს საოცარი შეთავაზება გაუკეთა

9-03-2019, 21:09

როგორც უკვე ყველასათვის ცნობილია მადრიდის "რეალმა" თვალი ნეიმარს დაადგა და მის გადაბირებას ზაფხულში აუცილებლად შეეცდება.

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იუწყება, მადრიდულმა გუნდმა ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის საკმაოდ მსუყე შეთავაზეგა გააკეთა.

წყაროს ცნობით, პერესი მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 350 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელს ხელფასის სახით სეზონში 45 მილიონი შესთავაზოს. 

მოგახსენებთ, ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით