ბალოტელი: "პსჟ" ძლიერი გუნდი არ არის იქ უბრალოდ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ"

9-03-2019, 22:36

ფრანგული "მარსელის" იტალიემა თავდამხსმელმა მარიო ბალოტელიმ "პარი სენ-ჟერმენისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

"განმეორებით შეხვედრას ვუყურე, "იუნაიტედმა" მოგება ნამდვილად  დაიმსახურა".

"პსჟ'" ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა, არც ისე ძლიერი - ამ გუნდში უბრალოდ, ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ. ეს ორი რამ ერთმანეთისგან განსხვავდება, სწორედ ამიტომ არ გაუმართლათ მათ ჩემპიონთა ლიგაზე", - ციტირებს ბალოტელის სიტყვებს La Provence.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში პარიზულმა გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

"მანჩესტერი" გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ფლეიოფში საშინაო შეხვედრა 0:2 დათმო და მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით