ერიკ კანტონამ ნეიმარს დასცინა !

10-03-2019, 00:03

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ისტორიული "ქამბექი" ჩაატარა, 2 გოლიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ფრანგული გრანდი, "პარი სენ-ჟერმენი" დაამარცხა.

მედიაში მატჩის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ინგლისელთა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ერიკ კანტონამ, მე-3 გოლის გატანის შემდეგ, ბრაზილიელი ვარსკლავის მამას, ნეიმარ უფროსს გახედა და "გაჩუმებისკენ მოუწოდა".

ცხადია კანტონას ხასიათიდან გამომდინარე, სიტუაცია მალევე დაიძაბა და ბოლოს დაცვაც კი ჩაერთო მდგომაროების განსამუხტად, მაგრამ ფრანგმა მოთამაშემ ეს არ იკმარა, დაპირისპირება "Instagram-ზე" გააგრძელა და ნეიმარს, მისი ტრავმების გამო დასცინა:

"ის ბარბექიუს მსგავსად, მხოლოდ თბილ ამინდებში გამოიყენება, ბოლო 2 სეზონში დაზიანებები ყველა საჭირო დროს ?! ეს უკვე სასაცილოა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ორთაბრძოლაზე საკუთარი მოსაზრება, 27 წლის შემტევმაც გამოთქვა, რომელმაც ვიდეო რეფერის, 4 ფეხბურთის უცოდანი ადამიანით სავსე ყუთი უწოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით