საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპას გათამაშება მოიგო

10-03-2019, 16:53

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რაგბი ევროპას 2019 წლის გათამაშების მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და ანგარიშით 52:3 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებს" ოთხი ტურის შემდგომ ოთხი გამარჯვება და 18 ქულა აქვთ. უახლოეს მდევარ ესპანეთს კი 5 ქულით უსწრებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა გათამაშების ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მეცხრედ, ისტორიაში კი უკვე მეთორმეტედ მოიგეს და აბსოლიტური რეკორდსმენები არიან.

ბოლო ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი რუსეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ერთ კვირაში, 17 მარტს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით