მბაპე პარიზში დარჩენაში დარწმუნებულია

10-03-2019, 17:39

ბოლო თვეების განმავლობაში ევროპული ტაბლოიდები "პსჟს" ერთ-ერთ ლიდერ კილიან მბაპეს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს".

ამ თემაზე კომენტარი თავად ახალგაზრდა ფორვარდმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონშიც "პსჟს" მაისურით ვითამაშებ."

"ვფიქრობ, ბევრს ექნება ეჭვები ჩემს დარჩენაზე. თუმცა, მე მჯერა ამ პროექტის და რომ შედეგის მიღწევა შეგვიძლია."

"ის რაც ლიგაზე მოხდა, არაფერს ნიშნავს. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა." - აცხადებს მბაპე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით