მბაპე: "მანჩესტერთან" მარცხის შემდეგ აღარ გვძინავს"

10-03-2019, 19:06

ფრანული "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილი მარცხის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ძალიან დამწუხრებული ვარ და სიტყვები არ მაქვს, დაძინება არ შემიძლია. ვფიქრობ, დანარჩენებიც ამ მდგომარეობაში არიან. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მიზნის მისაღწევად ბევრს ვმუშაობდით".

"სიმართლე გითხრათ, უმთავრესი მიზანი სწორედ ჩემპიონთა ლიგა იყო. გულშემატკივრები ჩვენთან ერთად იყვნენ, მათ თავისი საქმე გააკეთეს. სტადიონი სავსე იყო, ჩვენ კი წვეულება ჩავშალეთ".

"თუმცა, მე ჩვენი პროექტის ისევ მჯერა, იმედი მაქვს, რომ ქომაგების მხარდაჭერით წარმატებას მივაღწევთ", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Telefoot-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით