სიმეონე: "ბარსელონა" სულ იგებს"

10-03-2019, 19:19

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კატალონიური "ბარსელონას" შესახებ მედიის წარმომადგენლებტან ისაუბრა.

"ბარსელონა" უკვე დეკემბრიდან მისთვის დამახასიათებელ სეზონს ატარებს, ანუ ყოველთვის იგებს".

"ატლეტიკომ" კი  მუშაობა უნდა განაგრძოს, რათა უკეთესი გახდეს. ეს ყველაფერი გუნდს ყოველ კვირას ახალ მოტივაციას აძლევს. ყოველთვის მოგება იოლი არ არის", -  განაცხადა სიმეონემ.

აქვე მოგახსენებთ, რომ ლა ლიგის 27 ტურის შემდეგ "ბარსელონა" 63 ქულით პირველ პოზიციაზეა. კატალონიელები ჩემპიონატში ბოლოს 11 ნოემბერს დამარცხდნენ, მას შემდეგ გუნდმა 15 შეხვედრა ჩაატარა და 12-ში იმარჯვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით