ჩაკვეტაძის თამაში შვეიცარიასთან საეჭვოა

10-03-2019, 20:33

23 მარტს ეროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს. გახსნით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიას უმასპინძლებს.

"ჯვაროსნები" აღნიშნულ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით შეხვდებიან. დიდი ალბათობით, გუნდის ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძე ეროვნული ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს. მას მუხლი აქვს დაზიანებული.

როგორც "გენტის" მთავარი მწვრთნელი აცხადებს, 19 წლის ნახევარმცველს ტრავმა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ბოლომდე. შესაბამისად, ისინი არ რისკავენ გიორგის განაცხადში შეყვანას და სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზების დასრულებამდე ვერც შეძლებს მინდორზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან თამაშის შემდგომ 3 დღეში, 26 მარტს ირლანდიის ნაკრებს ესტუმრება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით